Страницы

понедельник, 12 октября 2015 г.

პროექტის შესახებ

                                                      ბლოგის მიზანი

მოცემული ბლოგი წარმოადგენს პედაგოგის საგანმანათლებლო სამუშაო ინსტრუმენტს, სადაც თავმოყრილია და აღწერილია ყველა სასწავლო აქტივობა და გამოყენებული მეთოდები, რომელსაც განახორციელებს პედაგოგი. ბლოგის შექმნის მიზანია ჩემი როგორც მასწავლებლის, და ჩემი კოლეგების საქმიანობის აღრიცხვა,  მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა, შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა და შეთავაზება.
მოსწავლეებთან, კოლეგებსა და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა.
 საქმიანობის აღნუსხვა და პოპულარიზაცია
* თანამშრომლობა
* სწავლა და სწავლება


 G-PRIED   საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი

                                                                                 
პროექტი ხელს უწყობს I-VI კლასების მოსწავლეთა საბაზო და გამჭოლი უნარ-ჩვევების განვითარებას კითხვასა და მათემატიკაში.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
- მოსწავლეები კითხვასა და მათემატიკას გაუმჯობესებული მეთოდიკით ისწავლიან.
-მასწავლებლები მომზადდებიან სწავლა -სწავლების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე.
-სკოლის დირექტორები გახდებიან სასწავლო პროცესის ლიდერები თავიანთ სკოლებში.
-100 ზე მეტი განათლების სპეციალისტი გაივლის კითხვასა და მათემატიკაში მომზადება ,როგორც ტრენერი.
-მასწავლებლები გამოიყენებენ დიაგნოსტიკურ ტესტებსა და განმავითარებელ შეფასებას მოსწავლეთა პროგრესის შეფასებისა და სწავლების გაუმჯებესების მიზნით. 
-სკოლებში გაიზრდება მშობელთა და თემის ჩართულობა.
-სკოლებს გადაეცემათ საბავშვო წიგნები,სასწავლო პოსტერები,თვალსაჩინოებები,მათემატიკის მანიპულატორები,აუდიო- ვიდეო აღჭურვილობა.